ევროკავშირის ქვეყნებმა ჟურნალისტის სიკვდილით დასჯისთვის ირანთან ფორუმში მონაწილეობაზე უარი თქვეს
საფრანგეთის, გერმანიის, ავსტრიისა და იტალიის ელჩებმა ბიზნეს-ფორუმში მონაწილეობაზე უარი თქვეს, რომელიც ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაწილეობით დღეს უნდა დაწყებულიყო.
ფორუმის ბოიკოტის მიზეზი დეკემბერს ირანში ოპოზიციონერი ჟურნალისტის, 47 წლის რუჰოლა ზამის სიკვდილით დასჯა გახდა, რომელიც 2017 წელს ანტისამთავრობო აქციებს აქტიურად აშუქებდა.
Politico წერს, რომ ჟურნალისტი დამნაშავედ ივნისში ცნეს, მას ბრალად კორუფციის გავრცელება ედებოდა, რომელიც “სოციალურ და პოლიტიკურ კეთილდღეობას აფერხებს”. ჟურნალისტი 2017 წლიდან საფრანგეთში ცხოვრობდა, გასულ წელს კი, ერაყში მივლინების დროს, ირანის სპეცსამსახურების მიერ იყო გატაცებული.
ღონისძიებაში სახელწოდებით – “ევროპა-ირანის ბიზნეს-ფორუმში”, ევროკავშირის მთავარ დიპლომატს, ჟოზეპ ბორელისაც უნდა მიეღო მონაწილეობა.
გუშინ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ზამას “ბარბაროსული და მიუღებელი დასჯისთვის” ღონისძიებაში არცერთი ქვეყანა მონაწილეობას არ მიიღებს.