არჩილ გამზარდია: ტიკარაძეს მეტი უფლებები რომ ჰქონოდა იმ საბჭოს წევრებთან შედარებით, შეიძლება უკეთესი ვითარება გვქონოდა

„ზოგჯერ მგონია, რომ ტიკარაძე ყველაზე ადეკვატური ადამიანია მთელ იმ საბჭოში სხვებთან შედარებით”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია აღნიშნავს და ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის გარშემო მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

არჩილ გამზარდიას განმარტებით, ეკატერინე ტიკარაძეს საბჭოს წევრებთან შედარებით მეტი უფლებები რომ ჰქონოდა, დღეს ქვეყანაში შესაძლოა, უკეთესი ვითარება ყოფილიყო.

„მე რაც კულუარულად ანუ არაოფიციალურად გამიგია, იმის მიხედვით, ზოგჯერ მგონია, რომ ტიკარაძე ყველაზე ადეკვატური ადამიანია მთელ იმ საბჭოში სხვებთან შედარებით. ზოგადადაც, მას რომ მეტი უფლებები ჰქონოდა იმ საბჭოს წევრებთან შედარებით და თავისი უფრო მეტად გაეტანა, შეიძლება უკეთესი ვითარება გვქონოდა. ზოგადად, ჯანდაცვის დეფაქტო მინისტრი სულ იყო გამყრელიძე, სერგეენკო ჩვეულებრივი უხეირო და კორუმპირებული შემსრულებელი. ჩანს, ტიკარაძე იმაზე მაგარი გოგო გამოდგა, ვიდრე ეგონათ და თვითმყოფადობისთვის იბრძვის, ამიტომაც პრობლემები აქვს გახარიასთანაც, გამყრელიძესთანაც და მათი ჯგუფის დანარჩენ ნაწილთან. ამიტომ ასე ადვილად არ ვიტყოდი მასზე ნეგატივს, მით უფრო მისი „კოლეგების” ფონზე”, – აღნიშნავს გამზარდია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები