“დავემშვიდობეთ ჩვენი ერის სულიერ მამას – პატრიარქს, რომლის სიბრძნე და სიყვარული ათწლეულების განმავლობაში გვათბობდა, გვაძლიერებდა და სწორად სავალ გზებს გვაჩვენებდა” – კირცხალია

“დავემშვიდობეთ ჩვენი ერის სულიერ მამას – პატრიარქს, რომლის სიბრძნე და სიყვარული ათწლეულების განმავლობაში გვათბობდა, გვაძლიერებდა და სწორად სავალ გზებს გვაჩვენებდა”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ლიდერი, ირაკლი კირცხალია სოციალურ ქსელში წერს.

როგორც კირცხალია აღნიშნავს, დასრულდა საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქის მიწიერი ცხოვრება, მაგრამ გაგრძელდება როგორც სამუდამო სასუფეველში, ისე თითოეულ ქართველში, ქვეყნის და მართლმადიდებლობის ისტორიაში. 

“მშვიდად განისვენეთ, პატრიარქო, დაგვაკლდება თქვენი მადლიანი სიტყვა, მაგრამ მჯერა, რომ მფარველობას არასოდეს მოაკლებთ საქართველოს, რომელიც ასე ძალიან გიყვარდათ და რომელსაც ასე ძალიან უყვარხართ”, – წერს კირცხალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები