ფონიჭალა 3-ის მე-16 კორპუსის მიმდებარედ რეკრეაციული სივრცე მოეწყო

კრწანისის რაიონის გამგეობამ ფონიჭალა 3-ის მე-16 კორპუსის მიმდებარედ კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე მოაწყო.
პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე საბავშვო ატრაქციონები და გარე განათების ქსელი მოეწყო. ტერიტორია მთლიანი ღობითა და საბაღე გაზონით შემოისაზღვრა. სკვერი გამწვანდა, დაირგო სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე. ასევე, დამონტაჟდა სკამები, სეპარირებული ურნები. დაიგო  დეკორატიული ფილები. ადგილზე სკვერისათვის საჭირო თანამედროვე ინვენტარი დაიდგა.
2020 წლის დასააწყისიდან დღემდე კრწანისში 10 ახალი სკვერი მოეწყო. ამ ეტაპზე, კიდევ 6 ახალი რეკრეაციული სივრცის მოწყობა მიმდინარეობს. ბოლო წლების განმავლობაში, მოეწყო და რეაბილიტირდა 55-მდე სკვერი და კრწანისის მთლიან ტერიტორიაზე 6 ჰექტარზე განთავსდა ახალი რეკრეაციული სივრცეები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები