თამარ გაბუნია: პირველი შენატანი უკვე გადავიხადეთ და ველოდებით, რომ როგორც კი ვაქცინა იქნება, 700 000 დოზა უნდა მივიღოთ

“ქვეყანას ექნება ხელმისაწვდომობა მაღალი ხარისხის ვაქცინაზე”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ გადაცემა „მოამბე – დღის თემა“-ში განაცხადა.

„საქართველო არის „კოვაქსის“ ინიციატივის მონაწილე. ამ შემთხვევაში, „კოვაქსის“ ინიციატივა ითვალისწინებს, რომ ქვეყანას ექნება ხელმისაწვდომობა მაღალი ხარისხის ვაქცინაზე.
ჩვენ პირდაპირ მწარმოებლებთან არ გავდივართ დიალოგზე. „კოვაქსი“ არის ჯანმო-სა და ვაქცინების გლობალური ალიანსის ინიციატივა, რაც გვეხმარება, რომ ხარისხიანი ვაქცინა მივიღოთ. პირველი შენატანი უკვე გადავიხადეთ და ველოდებით, რომ როგორც კი ვაქცინა იქნება, 700 000 დოზა უნდა მივიღოთ, რათა მაღალი რისკის, პრიორიტეტული ჯგუფების ვაქცინაცია დავიწყოთ, ჩვენი სამიზნე მაჩვენებელი 10 000-დან 12 000-მდე ტესტია“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები