უცხოური მედია: ,,ქართული ოცნების” ლიდერობით, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია როგორც დემოკრატიზაციის, ისე დასავლური ინტეგრაციის მხრივ

როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს საპარლამენტო არჩევნები დასრულდა ,,ქართული ოცნების”, მმართველი პარტიის დამაჯერებელი გამარჯვებით , – გამოცემა ,, Middle East Institute” სტატიას სახელწოდებით ,, საქართველოს 2020 წლის არჩევნები – დემოკრატიზაციის და დასავლური კურსის ძლიერი მანდატი” აქვეყნებს.

როგორც სტატიის ავტორი, იულია საბინა ჟოჟა აღნიშნავს, ქართული ოცნების 8 წლის ლიდერობით, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია როგორც დემოკრატიზაციის, ისე დასავლური ინტეგრაციის მხრივ.

“კვლევითი ცენტრის Economist Intelligence Unit პროგნოზის თანახმად, მმართველი პარტია დიდი უპირატესობით გაიმარჯვებდა, რის მთავარ მიზეზად სახელდებოდა COVID-19-ის მართვა უმაღლეს დონეზე. ქართული ოცნების ლიდერთა გუნდმა მართლაც აქვთ უფლება იამაყონ პანდემიის დროს ქვეყნის მართვისთვის, თუმცა ეს არ გახლავთ მათი ხელახლა არჩევის ერთადერთი მიზეზი. მათი გამარჯვება ასევე განპირობებული იყო მთავარი ოპოზიციური ძალის მიერ, რომელმაც აირჩია ნაკლოვანი წინაასარჩევნო სტრატეგია, რომელიც დაასუსტა ყველაზე ძლიერმა და საკამათო ფიგურამ, მიხეილ სააკაშვილმა,”- ნათქვამია სტატიაში.

სტატიის ავტორის თქმით, ქართულმა ოპოზიციამ განიცადა დანაწევრება და პოლარიზაცია, რის მიზეზიც ხშირ შემთხვევაში მეტად ორაზროვანი სააკაშვილია, რომელსაც დასავლეთში იცნობენ 2008 საქართველო-რუსეთის ომით და უკიდურესი საჯარო გამოხდომებით – მაგალითად, კიევში ერთ-ერთი სახლის სახურავიდან გადახტომის მცდელობით.

გამოცემა წერს, რომ 2012 წელს არჩევნებში დამარცხების შემდეგ სააკაშვილმა დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა, გახდა უკრაინის მოქალაქე (რომელიც შემდეგ ჩამოართვეს და ისევ აღუდგინეს), შემდეგ იგი საქართველოში დაუსწრებლად ცნეს დამნაშავედ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისათვის, დღეს კი სააკაშვილი, უკრაინაში ნებით გადასახლებიდან, დე-ფაქტოდ იყრის კენჭს საქართველოს არჩევნებში.

,,ოპოზიციის წინაასარჩევნო სტრატეგია ეყრდნობოდა 2 საკითხს – ქართულ ოცნება და მისი ლიდერი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი რომელსაც ადანაშაულებენ ქვეყნის დემოკრატიული სვლის შეფერხებასა და რუსეთთან კავშირებში. თუმცა ქართული ოცნების 8 წლის ლიდერობით საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს როგორც დემოკრატიზაციის, ისე დასავლური ინტეგრაციის მხრივ. რეალურად კი საქართველოს სუსტი წერტილი ეკონომიკაა. ამასობაში ქართულ საზოგადოებაში, სააკაშვილის გამოჩენა ნეგატიურ რეაქციას იწვევს. მოქალაქეების ოპოზიციის წინააღმდეგ მობილიზაციის ფონზე, საქართველოს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურში ამომრჩეველთა რაოდენობა 10%-ით გაიზარდა იმ დროს როცა, ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანია ეყრდნობოდა დემოკრატიისგან გადახვევის თემასა და საგარეო პოლიტიკას, რეალურად საქართველომ ბოლო 8 წლის განმავლობაში ამ მხრივ წარმატებას მიაღწია, ხოლო ქართული ოცნება მტკიცედ დარჩა დემოკრატიზაციის და რეფორმების გზაზე. დასავლური დემოკრატიული სტანდარტების მიხედვით, საქართველომ ბოლო 8 წლის მანძილზე უზარმაზარ წინსვლას მიაღწია. საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს: საბერძნეთს, სლოვაკეთს და იტალიას. ეკონომიკური თავისუფლების მხრივ, საქართველო მე-12 ადგილზეა მსოფლიოში ( 26-ე ადგილი 2010 წელს) და უსწრებს ევროკავშირის ბევრ წევრ ქვეყანას. პრესის თავისუფლების მხრივ, საქართველო მე-60 ადგილზეა მსოფლიოში სადაც უსწრებს, პოლონეთს და აქვს მნიშვნელოვანი ზრდა 100-ე ადგილიდან ბოლო 10 წელიწადში. შარშან მსოფლიო ბანკის ბიზნესის წარმოების სიმარტივის ინდექსში საქართველო დასახელდა მსოფლიოს 7 მოწინავე ქვეყანას შორის (1-ლი ადგილი რეგიონში)”,- აღნიშნულია სტატიაში.

გამოცემა წერს, რომ მმართველი პარტიის მზადყოფნამ, წასულიყო კომპრომისზე პროპორციულ წარმომადგენლობაზე გადასასვლელად, შეეცვალა საარჩევნო სისტემა, შედეგად მოიტანა ცვლილებები, რომლებიც აისახა საქართველოს კონსტიტუციაში და ძალაში უნდა შესულიყო 2024 წელს, მაგრამ ოპოზიციამ უარი განაცხადა ამ ცვლილებებთან დაკავშირებით კენჭისყრაში მონაწილეობაზე და წამოიწყო საპროტესტო აქციები, რათა პარლამენტს საარჩევნო პროცესი 2020 წლის არჩევნებისთვის შეეცვალა.

,,მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის დასავლეთის მოწონებული და შუამდგომლობით გამართული მოლაპარაკებები დასრულდა ნაწილობრივ პროპორციული სისტემის მიღებით 2020 წლისთვის. ქართულ ოცნებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგად, ასევე დადგინდა 40%-იანი ზღვარი კაბინეტის ჩამოსაყალიბებლად, ძირითადად იმ მიზეზით, რომ, ოპოზიციას არ ეგონა, ქართული ოცნება ამ ბარიერს გადალახავდა. თუმცა აღსანიშნავმა მუშაობამ COVID-ის საპასუხოდ განამტკიცა მმართველი პარტიის პოზიციები გამოკითხვებში და მისცა მას შესაძლებლობა, მესამედ დარჩენილიყო ქვეყნის სათავეში არჩევნების 1-ლ რაუნდში ხმათა 48% ის მოპოვებით. მოლაპარაკებების შედეგად, ასევე დადგინდა 1%-იანი ბარიერი, რითაც რიგ ოპოზიციურ პარტიებს მიეცათ პარლამენტში შესვლის შესაძლებლობა, რაც ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციურ პარტიებს შემდეგი არჩევნებისთვის აქვთ მნიშვნელოვნად მომძლავრების შანსი. საქართველოს ოპოზიციური პარტიები ადანაშაულებენ ქართულ ოცნებას ანტიდასავლური სენტიმენტების წახალისებაში. რეალურად, ქართული ოცნება ინარჩუნებს სტაბილურ და მტკიცე პროდასავლურ პოლიტიკას, რომელსაც მხარს უჭერენ ამერიკა და ევროკავშირი. საქართველო არის ევროპასა და აზიაში აშშ-ის საგარეო და სამხედრო დახმარების წამყვანი ბენეფიციარი. 2014 წელს ქართულმა ოცნებამ დაასრულა მოლაპარაკებები ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, რომელიც ძალაში შევიდა 2016 წელს და მისცა ქვეყანას ერთიან ბაზარზე გასვლის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა. საქართველოს პარლამენტმა ასევე მიიღო ცვლილებები, რომლითაც კონსტიტუციაში გაჩნდა ჩანაწერი ევროატლანტიკური ინტერგაცია შესახებ. ცვლილებებმა კარგად ასახა, მოქალაქეთა მხრიდან ნატოს წევრობის (სტაბილურად 74-77%-ის ფარგლებში) და ევროკავშირში ინტეგრაციის (82%) მიმართ მზარდი მხარდაჭერა. მიუხედავად ამისა, ოპოზიციამ კვლავ უარი განაცხადა კენჭისყრაში მონაწილეობაზე, რითაც არსებითად ჩაშალა ორპარტიული კონსენსუსი, რომელიც საქართველოს სჭირდება დასავლური ინტეგრაციისთვის”,- ნათქვამია სტატიაში.

ავტორის თქმით, საქართველოს 2020 წლის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები განამტკიცებს ქვეყნის, როგორც რეგიონში დემოკრატიის შუქურის, პოზიციას

,,IRI-ს ბოლო გამოკითხვის თანახმად, ქართველ ამომრჩეველთა დიდი ნაწილისთვის მათი არჩევანის გადამწყვეტ ფაქტორს ეკონომიკა და უმუშევრობა წარმოადგენს. ბოლო 10 წელიწადში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი საშუალოდ 5%-ით იზრდება, ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით 2021 მიღწეული იქნება 5%-იანი ნიშნული – ყველაზე მაღალი მაჩვენებელი რეგიონში. თუმცა წელს, გლობალური ეკონომიკური კრიზისის ფონზე, საქართველოს ეკონომიკამ განიცადა 5%-იანი ვარდან. ხელისუფლებამ ჯერჯერობით მოახერხა ევროკავშირისა და საერთაშორისი ფინანსური ინსტიტუტებისგან დახმარების მოზიდვას COVID-19-ის კრიზისთან საბრძოლველად, თუმცა მომდევნო წლებში, იგი დადგება მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე მოიზიდოს დასავლური ინვესტიცია, რათა შეინარჩუნოს ეკონომიკური ზრდა და შეამციროს სიღარიბის დონე. ქართული ოცნების ხელისუფლებამ პანდემიას ზედმეტად კარგად გაუმკლავდა იმისთვის რომ დამაჯერებელი გამარჯვება არ მოეპოვებინა. საქართველოს 2020 წლის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები განამტკიცებს ქვეყნის, როგორც რეგიონში დემოკრატიის შუქურის, პოზიციას. ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში დემოკრატიისგან მიმდინარე გადახვევის ფონზე, საქართველოს დამსახურებული დემოკრატიული პროგრესი ნათელი სხივია და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, რუსეთის, თურქეთის, სირიის, ირანის და სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის რეგიონალურ კონტექსტში. მომდევნო 4 წლის განმავლობაში საქართველოს მმართველი პარტია დადგენა 2 მთავარი გამოწვევის წინაშე: პირველი პროპორციული საარჩევნო სისტემა, რომელიც ინსტიტუციურად გააძლიერებს ოპოზიციას და მეორე მისი თითქმის 10-წლიანი მმართველობის ყველაზე რთული ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორება”,- წერს გამოცემა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები