ალიევი: ბოლომდე ვიბრძოლებთ, სანამ სომხეთი ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარს არ გაიყვანს

“სომხეთი დიდ შეცდომას უშვებს, რადგან თავიდანვე ჩვენთვის რომ მოესმინათ, ომი დიდი ხნის წინ იქნებოდა დამთავრებული”, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა BBC News-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

“ბოლომდე ვიბრძოლებთ, სანამ სომხეთი ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარს არ გაიყვანს. ვფიქრობ, სომხეთი დიდ შეცდომას უშვებს, რადგან ჩვენთვის თავიდანვე რომ მოესმინათ, ომი დიდი ხნის წინ იქნებოდა დასრულებული და ახლა მოლაპარაკებათა მაგიდასთან ვისხდებოდით”, – თქვა ალიევმა.

მისი თქმით, ის რაზეც საუბრობს, დაფუძნებულია საბაზისო პრინციპებზე, სადაც მკვეთრად არის გაწერილი მთიანი ყარაბაღის ტერიტორიების გათავისუფლება.

“ეს არის ყველაზე მკვეთრი მესიჯი სომხეთისთვის. სამწუხაროდ, სომხეთი ძირითად პრინციპებს არ დაეთანხმა, რომლებიც მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მიერ იყო შემუშავებული. ამ პრინციპების თანახმად, პირველ ეტაპზე 5 ოკუპირებული რაიონი უნდა ყოფილიყო გათავისუფლებული, მეორე ეტაპზე კი, 2. თუმცა ხუთიდან 4 რაიონი უკვე თავისუფალია. თუ ამას გააკეთებ თუ ღიად განაცხადებენ, როდის გათავისუფლდება აგდამის, ქელბაჯარისა და ლაჭინის რაიონები, გავჩერდებით”, – განმარტა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები