Bild-ის რედაქტორი: ძვირფასო სომხებო, შეწყვიტეთ ჩემთან საუბარი „ეთნიკურ წმენდაზე“ და თუ „როგორ დაიცვათ თქვენი სამშობლო“
გერმანელმა გამომძიებელმა ჟურნალისტმა და Bild- ის პოლიტიკური დეპარტამენტის მთავარმა რედაქტორმა – იულიან ღიპკემ Twitter- ზე გამოაქყვენა პოსტი, სადაც სომეხ ხალხს მოუწოდებს, რომ შეწყვიტონ მასთან წუწუნი და საუბარი.
„სერიოზულად, ძვირფასო სომხებო, შეწყვიტეთ ჩემთან საუბარი „ეთნიკურ წმენდაზე” და თუ “როგორ დაიცვათ თქვენი სამშობლო“.
თქვენ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იბრძვით და ასი ათასობით ადამიანს ლტოლოვილობაში ამყოფებთ. აღდამი საუკეთესო მაგალითია იმისა, რაც თქვენ გააკეთეთ“, – დაწერა ღიპკემ.
იგი სომხებს მოუწოდებს, ნუ ამბობენ, თითქოს, ღარიბები არიან და აზერბაიჯანი უსაფუძვლოდ ებრძვით. ამ უკანასკნელი არგუმენტის გასამყარებლად იგი, ფოტოსაც აქყვენტბეს.
„ეს არის ძალიან კარგი მაგალითი, რაც თქვენ ჩაიდინეთ ყარაბაღში. რა თქმა უნდა, ეს არ არის მიზეზი ყარაბაღიდან ნებისმიერი სომეხი მშვიდობიანი მოსახლეობის გასაძევებლად, მაგრამ ნუ მეტყვით, რომ თქვენ ღარიბი მსხვერპლი ხართ და არ გესმით, თუ რატომ გებრძვიან „აზერბაიჯანელი ტერორისტები“ . თქვენ იბრძვით მათ მიწაზე“, – დაწერა იულიან ღიპკემ საკუთარი Twitter-ის გვერდზე.