ფლორენციაში საკარანტინო ზომებს არეულობა მოჰყვა, 20-მდე ადამიანია დაკავებული

ფლორენციაში საკარანტინო ზომების გაპროტესტებას არეულობა მოჰყვა, რომლის შედეგად სულ მცირე 20 ადამიანია დაკავებული.

The Local აღნიშნავს, დაკავებები მას შემდეგ დაიწყო, რაც 200-მდე დემონსტრანტმა ცნობილ ისტორიულ მოედანზე სინიორაზე შესვლა სცადა.

ამის პარალელურად მიმდებარე ქუჩებზე პოლიციელებთან შეტაკება მოხდა, სამართალდამცველებს მოლოტოვის კოქტეილებს, ბოთლებს და ქვებს ესროდნენ.

მომხდარი დღეს ფლორენციის მერმა დარიო ნარდელიმ დაგმო.

საპროტესტო აქციები იტალიაში გასულ კვირასაც გაიმართა, თუმცა ბოლო დღეებში სხვადასხვა ქალაქებში პროტესტმა აგრესიული ფორმა მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები