საბერძნეთში 6,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

საბერძნეთში, სამოსის კუნძულთან 6,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, – ინფორმაციას ათენის უნივერსიტეტის სეისმური ლაბორატორია ავრცელებს.
მანამდე 6,6 მაგნიტუდის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.

აღინიშნება, რომ მიწისქვეშა ბიძგები 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა და 10 წამის განმავლობაში გაგრძელდა.

ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება.

მიწისძვრის გამო, ქვეყნის პრემიერმა, კირიაკოს მიცოტაკისმა ხალხისადმი ტელემიმართვა გადადო.

ასევე, ცოტა ხნის ცნობილი გახდა, რომ 6,6 მაგნიტუდის მიწისძვრა თურქეთში, იზმირის პროვინციაში მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები