Neweurope: პოლიტიკურმა პარტიებმა ყოფილი პრეზიდენტის, ინდივიდუალისტ მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით ხმა მისცეს რეფორმის წინააღმდეგ, რომელსაც მხარს უჭერდნენ აშშ და ევროკავშირი

ბოლო კვირების განმავლობაში ევროპული მედიის და პოლიტიკური წრეების ყურადღების ძირითადად მიპყრობილია მთიან ყარაბაღში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე კონფლიქტზე, რაც სრულიად გასაგებია, გამომდინარე რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოების წინაშე მდგარი საფრთხეებიდან. აშშ, ევროკავშირის და სხვანი სამართლიანად მოუწოდებენ მშვიდობისკენ. უნდა ვიქონიოთ იმედი, რომ მოლაპარაკებების შედეგად ცეცხლი შეწყდება და გაიმართება კონსტრუქციული სამშვიდობო დიალოგი. საქართველომ, რომელიც კონფლიქტში მონაწილე ორივე ქვეყანას ესაზღვრება და განიხილება, როგორც ნეიტრალური არბიტრი, გამოთქვა შუამავლობის მზადყოფნა გამოსავლის პოვნის პროცესში, უფრო მსხვილ საერთაშორისო მხარეებთან თანამშრომლობით,- Neweurope-მა სტატია სახელწოდებით ,,თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ცხადყოფს, რომ საქართველო დღესაც ნათელი წერტილია” გამოაქვეყნა.

როგორც სტატიაში აღნიშნულია, მშვიდობის ბუნებრივი პარტნიორი გახლავთ დემოკრატია, როგორც ამას ბოლო 75 წლის განმავლობაში ბევრი ევროპული ქვეყნის გამოცდილება ცხადყოფს, 31 ოქტომბერი კი საქართველოს მოქალაქეებისთვის წარმოადგენს შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღონ თავისუფალ და სამართლიან საპარლამენტო არჩევნებში.

როგორც ავტორი აცხადებს, პოლიტიკურმა პარტიებმა ყოფილი პრეზიდენტის, ინდივიდუალისტ მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით ხმა მისცეს რეფორმის წინააღმდეგ, რომელსაც მხარს უჭერდნენ აშშ და ევროკავშირი.

მისი თქმით, საბედნიეროდ, მმართველმა პარტიამ მოაგროვა საკმარისი რაოდენობის ხმები რეფორმის დასამტკიცებლად, რასაც დიდი მხარდაჭერა ჰქონდა ქართულ საზოგადოებაში.

როგორც გამოცემა წერს, არსებობს მოლოდინი, რომ ეს არჩევნები იქნება ყველაზე სამართლიანი და ინკლუზიური საქართველოს ისტორიაში, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ აიძულა ევროკავშირი და სხვანი, გაეუქმებინათ დაგეგმილი სადამკვირვებლო მისიები და ის, რომ ახალი პროპორციული სისტემა ევროპარლამენტის საარჩევნო სისტემის მსგავსია, არ არის შემთხვევითი.

,,საქართველოს მაგალითი შეგვახსენებს, რომ მთიან ყარაბაღში მშვიდობის მოკლევადიანი იმპერატივი არ არის ევროკავშირის ერთადერთი პრიორიტეტი ჩვენს მეზობელ შავი ზღვის რეგიონში. მშვიდობის ბუნებრივი პარტნიორი გახლავთ დემოკრატია, როგორც ამას ბოლო 75 წლის განმავლობაში ბევრი ევროპული ქვეყნის გამოცდილება ცხადყოფს. 31 ოქტომბერი საქართველოს 3.7 მილიონი მოქალაქისთვის წარმოადგენს შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღონ თავისუფალ და სამართლიან საპარლამენტო არჩევნებში და კიდევ ერთხელ დაადასტურონ, რომ ქვეყანა მართლაც იმსახურებს რეგიონში დასავლეთის მთავარი მოკავშირის სახელს. ამ არჩევნებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, როგორც საკვანძო ნიშანსვეტს საქართველოს გზაზე ევროკავშირის წევრობისკენ. წლის დასაწყისში ქართული ოცნების მმართველმა ხელისუფლებამ გაატარა საარჩევნო რეფორმა, რის შედეგად მოხდა გადასვლა საპარლამენტო არჩევნების პროპორციულ სისტემაზე. ამ რეფორმას რეკომენდაცია გაუწიეს როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ისე ევროკომისიამ: მთავრობის მიერ მისი შეთავაზებისთანავე რეფორმას აქტიურად, ხმამაღლა უჭერდნენ მხარს როგორც წამყვანი ქვეყნები, ისე მთავრობები ბერლინში, პარიზში, ლონდონში და ა.შ. უცნაურია, მაგრამ ადგილობრივმა პოლიტიკურმა პარტიებმა ყოფილი პრეზიდენტის, ინდივიდუალისტ მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით ხმა მისცეს ამ რეფორმის წინააღმდეგ, რომელსაც მხარს უჭერდნენ აშშ და ევროკავშირი. საბედნიეროდ, მმართველმა პარტიამ მოაგროვა საკმარისი რაოდენობის ხმები რეფორმის დასამტკიცებლად, რასაც დიდი მხარდაჭერა ჰქონდა ქართულ საზოგადოებაში”,- წერს გამოცემა.

ავტორის თქმით, ქართული ოცნების ხელისუფლება თამამად აცხადებს თავის ამბიციებს ევროკავშირის და ნატოს წევრობაზე განაცხადის შეტანასთან დაკავშირებით, რაც წარმოადგენს ქვეყნის სამოქმედო გეგმის ღერძს, რომელსაც მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის 80%.

,,ლიდერი ევროპარლამენტარების განცხადებაში, რომელშიც ისინი მიესალმებიან ახალი საარჩევნო სისტემის მიღებას, ვკითხულობთ: „ეს არის გარდამტეხი მომენტი საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში… ჩვენ ვულოცავთ ამ ზოგჯერ რთული პოლიტიკური დიალოგის ყველა მონაწილეს, რომლებმაც ქვეყნისა და მოქალაქეების ინტერესები ყველაზე მაღლა დააყენეს”.

შესაბამისად, არსებობს მოლოდინი, რომ ეს არჩევნები იქნება ყველაზე სამართლიანი და ინკლუზიური საქართველოს ისტორიაში, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ აიძულა ევროკავშირი და სხვანი, გაეუქმებინათ დაგეგმილი სადამკვირვებლო მისიები. ის, რომ ახალი პროპორციული სისტემა ევროპარლამენტის საარჩევნო სისტემის მსგავსია, არ არის შემთხვევითი. ქართული ოცნების ხელისუფლება თამამად აცხადებს თავის ამბიციებს ევროკავშირის და ნატოს წევრობაზე განაცხადის შეტანასთან დაკავშირებით, რაც წარმოადგენს ქვეყნის სამოქმედო გეგმის ღერძს, რომელსაც მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის 80%. ბოლო ათწლეულში საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა გადადგეს მნიშვნელოვანი ნაბიჯები როგორც ევროკავშირისკენ, ისე ნატოსკენ: ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების განხორციელება; MISP კიბერუსაფრთხოების პლატფორმაზე გაწევრება; ნატოს საერთაშორისო წვრთნები 2019 და 2020 წლებში. საქართველოს დღესაც უდიდესი მხარდაჭერა აქვს ევროპული საზოგადოების მხრიდან. ევროკავშირის დაფინანსება დაეხმარა საქართველოს COVID პანდემიასთან ბრძოლაში, ხოლო ევროპელი ლიდერები მიესალმებიან საქართველოს დაჩქარებულ სვლას ევროკავშირისკენ. ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ საქართველო, ფაქტობრივად, უკვე პასუხობს ნატოს წევრობისთვის აუცილებელ ყველა კრიტერიუმს. ევროკავშირის ყოფილი ელჩი პოლ ვანდორენი წერს: „საქართველოს ჰყავს ცალსახად პროევროპული (და ნატოს მომხრე) მთავრობა, რომლის ლიდერები მკაფიოდ აფიქსირებენ თავიანთ სურვილს ამ ექსკლუზიური დასავლური გაერთიანებების წევრობასთან დაკავშირებით. 2016 წელს ამოქმედდა ამბიციური ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირსა და საქართველოს შორის, რაც საქართველოსთვის წარმოადგენს გეოპოლიტიკური მნიშვნელობის აქტს, რომელიც ადასტურებს ქვეყნის ევროპულ იდენტობას და საგარეო პოლიტიკის სტრატეგიულ პრიორიტეტს – ევროკავშირთან კიდევ უფრო დაახლოებას”. ჩვენ ვერ ავუქცევთ გვერდს ამ არჩევნების რეგიონალურ ფონს: რუსეთის მხრიდან ჩარევა და დეზინფორმაცია შავი ზღვის რეგიონში ცხოვრებისეულ ფაქტს წარმოადგენს და ამ მხრივ საქართველოს სხვაზე არანაკლები აქვს გადატანილი. ქვეყანა ნაწილობრივ (და უკანონოდ) არის ოკუპირებული რუსეთის მიერ, ხოლო კიბერშეტევების საფრთხე, მათ შორის ჩარევა არჩევნებში, ყოველდღიური მოვლენაა. სწორედ ამიტომაა ასეთი შთამბეჭდავი საქართველოს დემოკრატიული წინსვლა და ურყევი გადაწყვეტილება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით”,- ნათქვამია სტატიაში.

როგორც ავტორი აღნიშნავს, რაც შეეხება თავად არჩევნებს, გამოკითხვების თანახმად, მმართველი ხელისუფლება დამაჯერებლად გაიმარჯვებს, რაშიც თავის წვლილს შეიტანს COVID პანდემიასთან ბრძოლაში მიღწეული შედეგების დადებითი შეფასება საზოგადოების მხრიდან.

,,მიუხედავად იმისა, ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში, არსებითად მნიშვნელოვანია, რომ ევროპელმა ლიდერებმა გააგრძელონ თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასთან ქვეყნის ევროპული ამბიციების ხორცშესხმის შემდგომი დაჩქარებისთვის. ნამდვილად დემოკრატიული, დასავლური ქვეყანა შავი ზღვის რეგიონში ფასდაუდებელი განძია ავტორიტარიზმის მომხრეთა საპირწონედ, რომელთაც, ხსენებულის ნაცვლად, ქაოსის დამკვირდება სურთ. ქართველი ხალხი და ხელისუფლება ჩვენს მილოცვას იმსახურებენ”,- წერს გამოცემა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები