მაკა ბოჭორიშვილი – ბრიუსელის დუმილზე: 4 ოქტომბერი რომ შეაფასონ ისე, როგორც უნდა შეაფასონ, მაშინ მთლიანად ინგრევა ის სურათი, რაც ამდენი ხანი აშენეს

იქმნება გარკვეული სურათები, რომელიც უნდა დაიჯეროს ყველამ და რომლის დაჯერებას უნდა შეუწყონ ხელი. ეს ხომ ანგრევს ამ ნარატივს, რაც 4 ოქტომბერს ჩვენ ვიხილეთ. იმ სურათს ანგრევს, რა სურათსაც აშენებენ და ცდილობენ, რომ დახატონ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ 4 ოქტომბერთან დაკავშირებით ბრიუსელის დუმილზე განაცხადა.

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ბრიუსელი ხუჭავს თვალს იმ რეალობაზე, რომელიც არის საქართველოში.

„ცოტა ხნის წინ ჩვენ „აბრეშუმის ფორუმს“ ვუმასპინძლეთ და ძალიან ბევრი სტუმარი იყო ჩამოსული. მათ შორის ევროპელი სტუმრები იყვნენ. არაფორმალური ვახშმის დროს არაერთთან მქონდა საუბარი. გაკვირვებულები, დიდი თვალებით გიყურებენ, რომ „რა მაგარი ქვეყანაა! აქ ჩვენ, რაზე ვლაპარაკობთ და ჩვენ სულ სხვა ინფორმაცია გვაქვს, სხვანაირად გვეგონა, სულ სხვაგან გვეგონა ჩამოვდიოდით!“, ეს „გვეგონა“ – თავად შექმნეს, დაიჯერეს, დააჯერეს ხალხსაც. რეალური სურათი კი არის განსხვავებული. ეს არის პასუხი ამაზეც, რომ 4 ოქტომბერი რომ შეაფასონ ისე, როგორც უნდა შეაფასონ, მაშინ მთლიანად ინგრევა ის სურათი, რა სურათიც ამდენი ხანი აშენეს და აკეთეს საქართველოსთან დაკავშირებით. ძალიან სამწუხაროა, რომ ასე ჯიუტად ხუჭავენ თვალს იმ სიმართლესა და რეალობაზე, რომელიც არის ამ ქვეყანაში“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები