ერდოღანი: პუტინს ვუთხარი, თუ რა არის ანკარასთვის ყარაბაღში “წითელი ხაზი”

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ თაიფ ერდოღანმა მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის სხდომაზე რუს კოლეგასთან სატელეფონო საუბარზე ისაუბრა.

მისი თქმით, კოლეგას კავკასიის კონფლიქტის ერთობლივად მოგვარება შესთავაზა.

“მოვუწოდე, კავკასიაში მიმდინარე კონფლიქტი ერთობლივად მოვაგვაროთ. პოზიტიური საუბარი გვქონდა, პუტინს მივაწოდეთ ინფორმაცია, თუ რა არის საკითხთან დაკავშირებით ანკარასთვის წითელი ხაზი”, – თქვა ერდოღანმა.

გარდა ამისა, მისი თქმით, პუტინს შესთავაზა სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენები სომხეთის პრემიერთან, ნიკოლ ფაშინიანთან, ხოლო თავად აზერბაიჯანის ლიდერთან ილჰამ ალიევთან განხილვა.

“მოდით, ერთობლივად მოვაგვაროთ ეს საკითხი. გულწრფელი ნაბიჯები გადავდგათ. დადგა დრო, კონფლიქტი საბოლოოდ იყოს დარეგულირებული”, – უთხრა ერდოღანმა პუტინს.

ერდოღანის თქმითვე, რუსეთის ლიდერთან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებებში სომხეთის მხარეს ქურთთა მუშათა პარტიის წევრების მონაწილეობის საკითხი განიხილა.

“პუტინი ამბობს, რომ ჩვენ ახლო აღმოსავლეთიდან აზერბაიჯანში მებრძოლები ჩაგვყავს. რასაკვირველია, ბატონ პუტინს ამაზე ვუპასუხე. ვუთხარი, რომ ყარაბაღში სომხების რიგებში ქურთთა მუშათა პარტიის 2 ათასამდე მებრძოლი იბრძვის, რომლებიც თვეში ანაზღაურების სახით 600 დოლარს იღებენ. მან მითხრა, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდა. მე კი ვუთხარი, ახლა ხომ იცის და რომ ამაზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებულები, შესაბამისი ნაბიჯები გადავდგათ. ხაზი გავუსვი, რომ ფაშინიანს უნდა უთხრას ამის შესახებ, წინააღმდდეგ შეთხვევაში, შესაბამისი ზომები იქნება მიღებული”, – განმარტა ერდოღანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები