ირანში ერთ დღეში კორონავირუსს ადამიანების რეკორდული მაჩვენებელი ემსხვერპლა
ირანში ბოლო 24 საათში კორონავირუსს 337 ადამიანი ემსხვერპლა, გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა კი 32 953-ს მიაღწია.
ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, სიმა სადათ სარიმ განაცხადა.
ასევე, ბოლო ერთ დღეში ისლამურ რესპუბლიკაში ინფიცირების 5960 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, პანდემიის დაწყებიდან კი 574 856 ადამიანია ინფიცირებული.
ამასთანავე, ვირუსის დამარცხება სულ 459 250-მა პირმა შეძლო.