სტამბოლის მერი COVID-19-ით დაინფიცირდა
სტამბოლის მერი, ეკრემ იმამოღლუ კორონავირუსით დაინფიცირდა. მას ტესტირება ჩაუტარდა, დადებითი პასუხი მიიღო და მკურნალობა დაიწყო. ამის შესახებ იმამოღლუმ “Twitter”-ის საკუთარ გვერდზე ვიდეომიმართვაში განაცხადა.
როგორც მერი აცხადებს, ამ დროისთვის ის თავს კარგად გრძნობს.
“მადლობა ყველას, ვინც ინტერესი გამოიჩინა. გაუფრთხილდით საკუთარ ჯანმრთელობას და დაიცავით უსაფრთხოების ზომები”,- აცხადებს ეკრემ იმამოღლუ.