“ჯანმო” COVID-19-ის რეკორდულ ზრდას აფიქსირებს

გასული დღე ღამის განმავლობაში კორონავირუსით მსოფლიოში ადამიანების რეკორდული რაოდენობა 465,3 ათასი დაინფიცირდა. აღნიშნულ ინფორმაციას მსოფლიო ჯანდაცვის მიერ 24 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაცია ადასტურებს.

“ეს COVID-19-ის რეკორდული მატებაა მთელი პანდემიის პერიოდში. წინა მაქსიმალური მატება 23 ოქტომბერს დაფიქსირდა, რაც 423,8 ათას დაინფიცირებულს გულისხმობს”,- აღნიშნულია “ჯანმოს” მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ევროპის რეგიონში 221 898 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მეორე ადგილს ჩრდილო და სამხრეთ ამერიკა იკავებს – 143 313 შემთხვევა, მესამეს კი სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია – 66 084 შემთხვევით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები