ნეაპოლში ათასობით მოქალაქე კარანტინის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს – მიტინგი პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა (ვიდეო)
იტალიის ქალაქ ნეაპოლში ასობით რესტორატორი და მაღაზიის მფლობელი საპროტესტო აქციას კორონავირუსის პანდემიის ფონზე, შეზღუდვების შემოღების გამო მართავს. მიტინგი პოლიციასთან სასტიკ შეტაკებაში გადაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “АNSA” ავრცელებს.
მედიის ცნობით ,აქციის მონაწილეებმა კამპანიას რეგიონის ადმინისტრაციის შენობას პიროტექნიკა დაუშინეს. პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლმდენი აირი გამოიყენა. ინფორმაცია დაშავებულების ან დაკავებულების შესხებ არ ვრცელდება.
შეგახსენებთ, რომ კამპანია – იტალიის ერთ-ერთი რეგიონია, სადაც COVID-19-ის ყველაზე მეტი 2280 შემთხვევა ფიქსირდება.
This happens in Naples (Italy) now. Revolt of 120,000 people against the decision of a second lockdown #Italy #lockdown pic.twitter.com/Z9MTVGc0se
— Deborah (@DeborahPatteri) October 23, 2020