სომხეთი მთიანი ყარაბაღიდან 90 ათასი დევნილის შესახებ იუწყება
“მთიან ყარაბაღში კონფლიქტის გამძაფრების შედეგად დაახლოებთ 90 ათასი ადამიანი იძულებით გადაადგილების მსხვერპლი გახდა”,- აცხადებს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოგრაბ მნაცაკანიანი.
მისი თქმით, 27 სექტემბრიდან მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა მუდმივი თავდასხმის ქვეშ იმყოფება.
“დაახლოებით 90 ათასი ადამიანი დევნილია, მათ დაკარგეს სახლი, საკუთარი ქონება. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. ხალხი ცეცხლის ქვეშ ცხოვრობს. ეს ყოველდღე ხდება, რეგულარულად, ეს ისაა, რაც მთიანი ყარაბაღის ხალხის თავს ხდება”,- განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, ბევრი მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა, საავადმყოფოებსა და სკოლებს კი, ყოველდღიურ რეჟიმში ბომბავენ.