ამირან გამყრელიძე: 25 ოქტომბერს ქვეყანაში გრიპის დამატებით 77 ათასი ვაქცინა შემოვა

“სავარაუდოდ, ქვეყანაში გრიპის ვირუსის შემთხვევები ნოემბრის შუა რიცხვებიდან დაფიქსირდება”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, კვირას, 25 ოქტომბერს ქვეყანაში შემოვა გრიპის დამატებით 77 ათასი ვაქცინა, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით განაწილდება.

„ჩვენ უკვე 3 კვირაა, დავიწყეთ გრიპისა და რესპირაციული ვირუსების მონიტორინგი. ცირკულაციაში ჩანს, ჯერჯერობით, რინოვირუსი და თავისთავად – კოვიდი. ჯერჯერობით, ქვეყანაში გრიპის ვირუსი არ გამოჩენილა, ველით, რომ, ალბათ, ნოემბრის შუა რიცხვებიდან იქნება. პირველი პარტია 25 ათასი ვაქცინა შემოვიტანეთ. დიდი რისკჯგუფებიდან ავარჩიეთ პირველი მაღალი რისკ ჯგფუფები, როგორიც გახლავთ ორსულები, ბაღის აღმზრდელები, შიდსით ინფიცირებულები, C ჰეპატიტის მკურნალობაზე მყოფი ადამიანები, მოხუცთა და ბავშვთა სახლები. ვაქცინა განაწილებულია და ყველა მუნიციპალიტეტში არის, მაგრამ სამწუხაროდ, 10 დღეზე მეტი გავიდა და აცრილია დღეისთვის მხოლოდ 5 ათასი ადამიანი.

კვირას, გვიან ჩამოვა კიდევ დამატებით 77 ათასი გრიპის ვაქცინის დოზა, 4 კომპონენტიანი, რომელიც 26 რიცხვიდან განაწილდება მთელი ქვეყნის მასშტაბით და თბილისშიც განაწილდება, მთელი ქვეყნის მასშტაბით განაწილება დამთავრდება ორშაბათსა და სამშაბათს. უკვე დიდი რისკჯგფუფები აიცრებიან, ესენია არიან 65 წელს ზემოთ ხანდაზმულები, ვისაც აქვს გულისა და ფილტვების ქრონიკული დაავადებები, დაიაბეტი, სამედიცინო პერსონალი და დაიწყება ამ კონტინგენტის აცრა. თვის ბოლოს, ნოემბრის 3-4 რიცხვში შემოვა კიდევ 10 ათასი დამატებითი დოზა, რაც სახელმწიფომ შეიძინა, ხოლო ნოემბრის შუა რიცხვებში კიდევ 23 ათასი დოზა. გარდა ამისა, მაქვს ინფორმაცია კერძო სექტორიდან, რომ მათ ექნებათ დამატებით 40 ათასი დოზა, ამიტომ, ვფიქრობ, ოქტომბრის ბოლო, ნოემბრის თვე იქნება აქტიური გრიპის საწინააღმდეგო იმუნიზაციის პერიოდი, თუმცა, გრიპზე აცრა შეიძლება მთელი სეზონის განმავლობაში“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები