ცნობილი ესპანელი დიჯეი, ხოსე პადილია გარდაიცვალა

იბიცაზე, 64 წლის ასაკში ესპანელი დიჯეი, ხოსე პადილია კოლორექტული კიბოსგან გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაცია დიჯეის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

ხოსე პადილიამ დაავადების შესახებ წელს განაცხადა, უკანასკნელი დღეები კი იბიცას კუნძულზე გაატარა.

დიჯეიმ სახელი იბიცას ლეგენდარულ კლუბში – Cafe del Mar-ში გაითქვა, სადაც 1991 წლიდან მოღვაწეობდა. მან ემბიენტის სტილში ელექტრონული კომპოზიციების კომპილაცია შეაგროვა. შექმნა 25 კრებული და ელექტრონული მუსიკის მოყვარულთათვის სახელწოდება – Cafe del Mar პადილიასთან გახდა ასოცირებული.

გარდა ამისა, მან რამდენიმე საკუთარი ალბომიც შექმნა. დიჯეის მიერ 2001 წელს შექმნილმა მეორე ალბომმა  – Navigator-მა “გრემი” “საუკეთესო ინსტრუმენტალური ალბომის” კატეგორიაში მოიპოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები