აზერბაიჯანში კორონავირუსის 331 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აზერბაიჯანში ეპიდემიის დაწყებიდან კოვიდ19-ის 45 295 შემთხვევაა დადასტურებული, ბოლო ერთ დღეში 331 ინფიცირებული გამოვლინდა.
ქვეყნის ოპერატიული შტაბის მონაცემით, ვირუსს 4 პაციენტი ემსხვერპლა, სულ 630 ლეტალური შემთხვევაა.
ასევე, კლინიკებიდან კიდევ 107 პაციენტი გაწერეს, დაავადების დამარცხება სულ 40 144-მა ადამიანმა შეძლო, აქტიური შემთხვევების რიცხვი 4 521-ს შეადგენს.