იტალიაში ვირუსის გავრცელების მკვეთრი მატებაა – ქალაქის მერებს კომენდანტის საათის გამოცხადება შეეძლებათ

იტალიის პრემიერმინისტრმა, ჯუზეპე კონტემ განაცხადა, რომ ქვეყნის ქალაქების მერებს, კორონავირუსითან ბრძოლის ფარგლებში, ე.წ. კომენდანტის საათის გამოცხადება შეეძლებათ.

“მერებს შეზღუდვების დაწესება 21:00 საათიდან შეეძლებათ”, – თქვა მან.

გარდა ამისა, კონტემ განაცხადა, რომ კვების ობიექტების მუშაობა შეიზღუდება, კერძოდ, ბარები 18:00 საათზე დაიხურება, რესტორნები და კაფეები, ჯერჯერობით, ღამის 00:00 საათამდე იმუშავებენ, თუმცა, მაგიდასთან მხოლოდ 6 პირის ყოფნაა დასაშვები.

იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი კვლავ იზრდება. ქვეყანაში ეპიდემიის დაწყებიდან პირველად ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა, 18 ოქტომბერს – 11 705 ინფიცირებული; ერთი დღით ადრე, მაჩვენებელი 10 925-ს შეადგენდა.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეპიდემიის დაწყებიდან აპენინებზე კორონავირუსის 414 241 შემთხვევა გამოვლინდა, ამჟამად კი, აქტიური შემთხვევების რიცხვი 126 237 ინფიცირებულს შეადგენს.

ბოლო ერთ დღეში ვირუსს 69 პაციენტი ემსხვერპლა, ეპიდემიის დაწყებიდან კი – 36 543 პირი.

ამჟამად, იტალიის საავადმყოფოებში 7,1 ათასზე მეტი პაციენტი მკურნალობს, ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში კი, 750.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები