თურქეთმა შავ ზღვაში ბუნებრივი აირის ახალი საბადოები იპოვა

შავი ზღვის აკვატორიაში თურქეთმა ბუნებრივი აირის ახალი საბადოები აღმოაჩინა. აღნიშნულის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

თურქეთის ლიდერის თქმით, ბუნებრივი აირის პირველი საბადოს “საკარიას” აღმოჩენის შემდეგ მკვლევართა გემი აგრძელებდა მუშაობას. ბუნებრივი აირის საბადოს მოცულობა, რომლის სახელიცაა “დუნაი-1” 4,5 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა საბადოზე გაზის მოპოვებას 2023 წელს დაიწყებენ, თურქეთი საბადოების ძებნას როგორც შავ, ისე ხმელთაშუა ზღვებში კვლავ განაგრძობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები