ჩინეთში ცოცხალი ვირუსი “COVID-19” გაყინულ პროდუქტზე პირველად აღმოაჩინეს
ჩინეთში ცოცხალი ვირუსი “COVID-19” გაყინულ პროდუქტზე აღმოაჩინეს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ლაბორატორიის მიღმა დადასტურდა, რომ “COVID-19”-ს შეუძლია დიდი ხნით შენარჩუნდეს შეფუთვაზე. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრი (CDC) ავრცელებს.
კორონავირუსი შენარჩუნდა იმპორტული გაყინული თევზის შეფუთვაზე. აღსანიშნავია, რომ ასეთ შეფუთვასთან კონტაქტის დამყარებისას ადამიანი შესაძლოა დაინფიცირდეს.
“აღმოჩენილია ცოცხალი კორონავირუსი, რომელიც გაყინულ პროდუქტზე იყო ცინძაოში – ეს პირველი შემთხვევაა, რომ “COVID-19″-ს შეუძლია დიდი ხნით შენარჩუნდეს შეფუთვაზე, რაც ლაბორატორიის მიღმა დადასტურდა”,- ნათქვამია ცენტრის განცხადებაში.
მათივე ცნობით, მსოფლიოში ჯერ არცერთი შემთხვევა არ დადასტურებულა გაყინული პროდუქტის ზედაპირზე არსებული ვირუსით დაინფიცირების. სავარაუდოდ, ასეთი დაინფიცირების რისკი ძალიან დაბალია.
სპეციალისტები კი იმ ხალხს ვინც გაყინულ პროდუქტებთან მუშაობენ ურჩევენ არ შეეხონ მათ დამცავი საშუალებების გარეშე.