ერევანი ბაქოს ავღანი მეომრების დაქირავებაში ადანაშაულებს

სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ჩამოთვლილია მონაცემი, რომელიც უწყების თანახმად ავღანეთიდან მეომრებისა და იარაღის აზერბაიჯანში ჩამოტანას მოწმობს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ინფორმაციის თანახმად, რომელიც ქვეყნის ნაციონალურ უწყებაში შევიდა: “აზერბაიჯანული მხარე დაკავებულია დიდი ოდენობით იარაღისა და დაქირავებული ტერორისტების საკუთარ ქვეყანაში ტრანსპორტირებით, რის შესახებაც მოწმობს შესრულებული რეისები თვითმფრინავებით Boeing-747 და ილ-76 ბაქოს აეროპორტიდან სხვადასხვა ქვეყნის აეროდრომებზე”.

“მაგალითად, 16 ოქტომბერს დაფიქსრებულია რეისი ბაქოდან ავღანეთში, ბაგრამში, ხოლო 17 ოქტომბერს ბაგრამი-ლაშკარგახი-ბაქო. იგივე მარშრუტია დაგეგმილი 18 ოქტომბერს. დაგეგმილია ასევე რეისები შუალედური აეროპორტებით კანდაგარამდე და უკან, მსგავსი რეისები 19 ოქტომბერს უნდა შესრულდეს”,- ნათქვამია სომხეთის ნაციონალური უსაფრთხოების უწყების განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები