ისლამისტური ტერაქტი – საფრანგეთში მასწავლებელს თავი მოკვეთეს

გეოგრაფიისა და ისტორიის სკოლის მასწავლებელს პარიზის გარეუბანში თავი მოკვეთეს, ვინაიდან ის მუჰამედის კარიკატურებს იყენებდა გაკვეთილებზე. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC News ავრცელებს.

ინციდენტი ქალაქს კონფლან-სენტ-ონორინში მოხდა. BBC-ის ცნობით, პოლიციამ მიიღო შეტყობინება, რომ სკოლასთან უცნაური პირი მოძრაობდა. ადგილზე მისვლისას სამართალდამცავებმა ჯერ მსხვერპლი ნახეს, შემდეგ კი დამნაშავეც, რომელიც სკოლასთან 200 მეტრში დადიოდა. როდესაც დამნაშავემ პოლიციაზე დანით თავდასხმა სცადა ის მოკლეს.

ამ დროისთვის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
საქმეს პროკურატურა იძიებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები