ჯო ბაიდენთან ერთ თვითმფრინავში მყოფ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა
თვითმფრინავი, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი ჯო ბაიდენი იმყოფებოდა, კოვიდინფიცირებული პირი იმყოფებოდა, თუმცა პოლიტიკოსს მასთან კონტაქტი არ ჰქონია, – განაცხადა ბაიდენის საარჩევნო შტაბის მენეჯერმა ჯენ ო’მელი-დილონმა.
მისი ინფორმაციით, ინფიცირებული ავიაკომპანიის ადმინისტრაციული თანამშრომელია.
“ბაიდენს არც ერთ მომენტში არ ქონია მასთან კონტაქტი”,- ნათქვამია განცხადებაში.
აღინიშნება, რომ დაავადებული ბაიდენისგან 15 მეტრის სიშორეს იმყოფებოდა და სხვა გასასვლელით სარგებლობდა. გარდა ამისა, მასსა და ბაიდენს ფრენის დროს პირბადე ეკეთათ.
“აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ექიმმა, ასევე შტაბის ყველა მედიკოსმა განაცხადა, რომ არ არსებობს ბაიდენის კარანტინში გადასვლის საჭიროება”,- ამბობს ო’მელი-დილონი.
მანამდე გახდა ცნობილი, რომ დემოკრატების ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა, კამალა ჰარისმა უქმეებამდე ამომრჩევლებთან შეხვედრები შეაჩერა, მისი შტაბისა და ავიაკომპანიის ერთი თანამშრომლის ინფიცირების გამო, რომლებთანაც ჰარისს, შესაძლოა კავშირი ჰქონოდა.