აზერბაიჯანში საკარანტინო ზომები კვლავ მკაცრდება – სკოლები და მეტრო ისევ იკეტება

აზერბაიჯანში კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატების გამო, საკარანტინო რეჟიმის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღეს.

ოპერატიული შტაბის გადაწყვეტილებით, 19 ოქტომბრის 00:00 საათიდან – 2 ნოემბრის 06:00 საათამდე ბაქოს მეტროპოლიტენი მუშაობას შეაჩერებს.

ასევე 19 ოქტომბრიდან ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში არდადაგები ცხადდება.

გარდა ამისა, სახელმწიფო სტრუქტურების თანამშრომელთა რაოდენობა 30%-მდე მცირდება, დანარჩენები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ. აღნიშნული წესის გამოყენების რეკომენდაცია კერძო სექტორსაც მიეცა.

აზერბაიჯანში გუშინ კოროანვირუსის 530 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ 43 280 დადასტურებული შემთხვევაა. ვირუსს კიდევ სამი პაციენტი ემსხვერპლა და რესპუბლიკაში ლეტალური შემთხვევების რიცხვი 619-მდე გაიზარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები