თურქეთი ყარაბაღის კონფლიქტის დასარეგულირებლად სირიის მოდელის იდეით გამოდის

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – მევლუთ ჩავუშოღლუ მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სომხეთი დატოვებს ოკუპირებულ ტერიტორიებს.

“ჩვენ ვესაუბრეთ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ. შეხვედრას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვიც ესწრებოდა. ისევე, როგორც სირიაში, ამ შემთხვევაშიც ვცდილობდით ერთად მოქმედებას, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა”, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.

მისივე თქმით, აზერბაიჯანს დიდი ხანია, ეს საკითხი აწუხებს. მისი ტერიტორიის 20% -ზე მეტი ოკუპირებულია, მილიონობით მოქალაქეს სამშობლოში ცხოვრების უფლრბა ჩამოერთვა. ეს არის დიდი დრამა, ხალხს სურს სახლში დაბრუნება”, – დასძინა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები