სლოვაკეთში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოცხადდა

სლოვაკეთის მთავრობამ, კორონავირუსის გავრცელების ფონზე, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადა.

საგანგებო მდგომარეობა ძალაში 1-ელ ოქტომბერს შევა და, ჯერჯერობით, 45 დღის განმავლობაში იმოქმედებს.

როგორც ქვეყნის პრემიერმა, იგორ მატოვიჩმა განაცხადა, 45 დღის გასვლის შემდეგ, მთავრობა იმსჯელებს, შეძლებს თუ არა ქვეყანა, ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდეს.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი პირველად 16 მარტს შემოიღეს და 14 ივნისს დაასრულეს.

სლოვაკეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის 567 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ პანდემიის დაწყებიდან 10 ათასი დადასტურებული შემთხვევაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები