სტამბოლში ამერიკელი ჟურნალისტის ცხედარი იპოვეს
რუსული წარმომავლობის ამერიკელი ჟურნალისტი, ანდრე ვლჩეკი სტამბოლში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პოლიცია ჟურნალისტის გარდაცვალების გარემოებას “საეჭვოდ მიიჩნევს”.
აღინიშნება, რომ 75 წლის ჟურნალისტი სტამბოლში მეუღლესა და ორ მძღოლთან ერთად სამსუნის პროვინციიდან ჩავიდა. სასტუმრომდე მისვლის შემდეგ, ცოლმა “მძინარე” ვლჩეკის გაღვიძება სცადა, თუმცა, ის არ რეაგირებდა.
ადგილზე მისულმა ექიმებმა დაადასტურეს, რომ მამაკაცი გარდაცვლილი იყო.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
ანდრე ვლჩეკი დიდი ხნის განმავლობაში კონფლიქტურ ზონებში მუშაობდა, როგორებიც არის ბოსნია, აღმოსავლეთ ტიმორი, შრი-ლანკა, კონგო და სხვა. ის ცნობილია ჟურნალისტური გამოძიებებით, ასევე, ამერიკელი ლინგვისტისა და ფილოსოფოსის ნოამ ხომსკის წიგნის “დასავლეთის ტერორიზმის,, თანაავტორია.