„ჯორჯიან მანგანეზის” ჩართულობით, დასუფთავების აქციები ჭიათურის გარდა, ზესტაფონის მუნიციპალიტეტშიც გაიმართა(ფოტო,ვიდეო)

„ჯორჯიან მანგანეზის” ჩართულობით, დასუფთავების აქციები ჭიათურის გარდა, ზესტაფონის მუნიციპალიტეტშიც გაიმართა. დასუფთავდა კვალითის დასახლება, ფეროშენადნობთა ქარხნის ტერიტორია, ასევე, ბიბილაშვილის, რობაქიძის, თამარ მეფის, წერეთლისა და რუსთაველის ქუჩები.

დასუფთავების კამპანიაში მონაწილეობა მიიღეს „ჯორჯიან მანგანეზის” სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორმა ვასილ გველესიანმა, ქალაქის მერმა გიორგი გოგლიჩიძემ, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ბეჟან წაქაძემ, “ცხოვრების მეგზურის” წევრებმა და “ჯორჯიან მანგანეზში” დასაქმებულებმა.

დასუფთავების აქციები, დისტანციის სრული დაცვითა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულებით გაიმართა.

“დასუფთავების აქციით ვეხმიანებით მსოფლიო დასუფთავების დღეს. შევარჩიეთ ათამდე ლოკაცია და ჩვენს თანამშრომლებთან ერთად ვასუთავებთ ტერიტორიებს. ამ ჟესტით თითოეული ჩვენგანი ვცდილობთ ახალი მუხტი მივცეთ დედამიწას, ამით არამხოლოდ ჩვენ მისიას ვასრულებთ, არამედ მოვუწოდებთ სხვებსაც უფრო მეტად ვიზრუნოთ გარემოზე და დავიცვათ ჩვენი ეკოსისტემა”,- აღნიშნა ვასილ გველესიანმა.

დასუფთავების მსოფლიო კამპანია პირველად 1993 წელს აღინიშნა, საერთაშორისო კამპანიას საქართველო აქტიურად 2010 წლიდან შეუერთდა.

წელს, დასუფთავების მსოფლიო კამპანიის გზავნილია: „ყოველი მცირე ქმედება სამყაროს განსხვავებულს ხდის“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები