ბექა დავითულიანი: დასავლეთი თავის მთავარ გმირად შერაცხილ აქტორს გვიგზავნის, ბატონ ზელენსკის და საუბარია ურთიერთობების გადატვირთვაზე, აშკარად შეცვლილი ტონალობაა
დასავლეთი თავის მთავარ გმირად შერაცხილ აქტორს გვიგზავნის, ბატონ ზელენსკის და საუბარია ურთიერთობების გადატვირთვაზე. აშკარად შეცვლილი ტონალობაა, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ბექა დავითულიანმა გადაცემაში „იმედი Live” განაცხადა.
მისი თქმით, მათ უბრალოდ სხვა გზა არ დარჩებათ, მაგრამ ჯერ უნდა ჩამოყალიბდნენ რაზე ილაპარაკონ.
„დასავლეთი თავის მთავარ გმირად შერაცხილ აქტორს გვიგზავნის, ბატონ ზელენსკის და საუბარია ურთიერთობების გადატვირთვაზე. აშკარად შეცვლილი ტონალობაა. თუ ელაპარაკები სახელმწიფოს, ელაპარაკები მის ხელისუფლებას. მათ უბრალოდ სხვა გზა არ დარჩებათ, მაგრამ ჯერ უნდა ჩამოყალიბდნენ რაზე ილაპარაკონ. ვერ ჩამოყალიბდნენ რა უნდათ, რისი ძალა აქვთ. ფაქტია, რომ ამ გეოპოლიტიკურ თამაშში დასავლეთი მარტო არაა. ჩინეთია მნიშვნელოვანი ფაქტორი, აშშ ერთი შეხედვით სხვა თამაშს თამაშობს, ბრიტანეთს თავისი ინტერესები აქვს. ყველაფერი დაიდება მაგიდაზე და რაც ამ ქვეყნისთვის იქნება უკეთესი, ამ ხელისუფლების პირობებში მოხდება ის. სხვა ხელისუფლება ამ ქვეყანას არ ჰყავს და უახლოეს მომავალში ვერც ეყოლება“, – აღნიშნა დავითულიანმა.