აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები პოლონეთში დამატებით 5 000 სამხედრო მოსამსახურეს გაგზავნის.
„პოლონეთის ამჟამინდელი პრეზიდენტის, კაროლ ნავროცკის წარმატებული არჩევისა და მასთან ჩვენი ურთიერთობის საფუძველზე, სიამოვნებით გაცნობებთ, რომ შეერთებული შტატები პოლონეთში დამატებით 5000 სამხედროს გაგზავნის. გმადლობთ ამ საკითხისადმი თქვენი ყურადღებისთვის!“ – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.