საქართველოში კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 46 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 3 306 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 46-ით გაიზარდა და 1 481-ს შეადგენს.​

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 014 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები