პროკურორი: დავით ფურცხვანიძემ, რომელმაც ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს სატელიტით გადაღებული ფოტომასალა მიაწოდა, არ დაასახელა წყარო და უარი განაცხადა გამოკითხვაზე

პროკურორის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, დავით ფურცხვანიძემ არ დაასახელა ფოტომასალების წყარო და უარი განაცხადა გამოკითხვაზე, რის გამოც ხვალ პროკურატურა შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს და ფურცხვანიძე მოსამართლის წინაშე დაიკითხება.

პროკურორის თქმით, ასევე იგეგმება ფურცხვანაძის ოფისის მიმართ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება.

„მყისიერი რეაგირება განხორციელდა პროკურატურის მხრიდან, გამოკითხვაზე დაბარებულ იქნა დავით ფურცხვანიძე. ამასთან ჩხრეკა ჩატარდა მის საცხოვრებელ სახლში, საიდანაც ამოღებულია ელექტრონული ტექნიკა და შესაბამისად ჩატარდება ყველა საგამოძიებო მოქმედება, რაც ამასთან არის დაკავშირებული.

ამ ეტაპზე დავით ფურცხვანიძემ არ დაასახელა წყარო და ამავდროულად უარი განგვიცხადა გამოკითხვაზე მოცემულ შემთხვევაში, რისთვისაც ხვალ პროკურატურა მიმართავს სასამართლოს შუამდგომლობით, რომ მოსამართლის წინაშე მოხდეს აღნიშნული პირის დაკითხვა. ასევე იგეგმება თავად დავით ფურცხვანიძის ოფისთან მიმართებაში რიგი საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც ოპერატიულად განხორციელდება“, – განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები