ზაალ ანჯაფარიძე: “ნაცებმა” ინტერპელაციასაც კი, როგორც დემოკრატიულ საპარლამენტო პროცედურას, ფასი დაუკარგეს თავიანთი ისტერიით

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე საქართველოს პარლამენტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას გამოსვლას ეხმიანება.

მისი თქმით, „ნაცები” პარლამენტში, ფაქტობრივად, ერთსა და იმავე პიესას დგამენ.

„აი, ამ ერთი შეხსენებით „მოკლა” ოპოზიცია და მერე იმათი წიოკ-წიკვინი უკვე ყურს მიჩვეული ამბავია. „ნაცები” პარლამენტში, ფაქტობრივად, ერთსა და იმავე პიესას დგამენ უკვე მერამდენეჯერ და ინტერპელაციასაც კი, როგორც დემოკრატიულ საპარლამენტო პროცედურას, ფასი დაუკარგეს თავიანთი ისტერიით”, – აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები