“საქართველოს რკინიგზა”: ვიმედოვნებთ, რომ ქუთაისში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე გამოძიებით ობიექტური ჭეშმარიტება დადგინდება

“საქართველოს რკინიგზა” ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის საყრდენი კონსტრუქციის დემონტაჟის დროს კომპანიის ორი თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“17 სექტემბერს ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მეცხრე ჩიხში, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის საყრდენი კონსტრუქციის დემონტაჟის დროს საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით კომპანია კიდევ ერთხელ გამოთქვამს ღრმა მწუხარებას, უსამძიმრებს ოჯახებს და მაქსიმალურ თანადგომას აღმოუჩენს მათ. ამასთანავე, ,,საქართველოს რკინიგზა, განმარტავს, რომ, პირველადი მოკვლევის შედეგების მიხედვით, სამუშაოების შესრულების დროს შრომის უსაფრთხოების პირობები სრულად იყო დაცული. სამუშაოების წარმოება წინასწარ იყო შეთანხმებული ელექტროგადამცემი ხაზის ტექნიკურ ოპერატორთან და ხაზი, რომლის აბონენტიც არა მხოლოდ საქართველოს რკინიგზაა, არც ერთ შემთხვევაში  უნდა ყოფილიყო ძაბვის ქვეშ. ხაზის ძაბვის ქვეშ დადგომა არ წარმოადგენს ,,საქართველოს რკინიგზის,, კომპეტენციას. შესაბამისად, კომპანია იმედოვნებს, რომ გამოძიებით დადგინდება მომხდარზე ობიექტური ჭეშმარიტება. რაც შეეხება საქართველოს რკინიგზის კიდევ ერთ დაზარალებულ თანამშრომელს, მის მდგომარეობაზე ზრუნავს შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება და პროცესში სრულად არის ჩართული ,,საქართველოს რკინიგზის,, სამედიცინო სამსახური”, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები