ტრამპი: მეგობრები დავკარგე!
აშშ-ის პრზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, თანამდებობაზე არჩევის შემდეგ დიდი ხნის მეგობრები დაკარგა.
ამის შესახებ მან ვისკონსის შტატში ამომრჩევლის წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
“თანამდებობის გამო ყველა მეგობარი დავკარგე. მყავდა მეგობრები, რომლებიც მომმართავდნენ – “ჰეი, დონ, წამოდი, ვივახშმოთ”. “ოქეი, კარგი, რიჩარდ, მოვდივარ”, “ჰეი, დონ, წამოდი”, “ჰოო, ლარი, შეხვედრამდეე”, და ნიუ იორკში რესტორანში ვიკრიბებოდით. ვისვენებდით, ძალიან კარგი იყო მათთან საუბარი. არ არის საჭირო, იცოდეთ, რაზე ვსაუბრობდით, თქვენი საქმე არ არის”, – თქვა თეთრი სახლის ლიდერმა.
მან თქვა, რომ გაპრეზიდენტების შემდეგ მოკლებულია შესაძლებლობა, მეგობრებთან ერთად “დაჯდეს და დალიოს”, თუმცა, იქვე დასძინა, რომ არ სვამს.
“ახლა მირეკავენ სიტყვებით – “ბატონო პრეზიდენტოო, ხომ არ იქნებოდით წინააღმდეგი, როგორმე შევხვდეთ?” მათ ვეუბნები:”მოდუნდით, 30 წელია, ერთმანეთს ვიცნობთ, უბრალოდ, “დონალდი” დამიძახეთ”, – თქვა ტრამპმა.