როდის ხდება კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანისგან ვირუსის გადადება – ინფექციონისტის განმარტება

როდის ხდება კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანისგან ვირუსის გადადება – ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტება ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.

„ვირუსის გადაცემა ხდება სიმპტომების გამოვლენამდე 2 დღის განმავლობაში, სიმპტომების პერიოდში, სანამ ინფიცირებული ადამიანი ვირუსს გამოყოფს. ვირუსის გადაცემა ხდება უსიმპტომო ადამიანებისგანაც. არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა, რომ უსიმპტომოები გადამდებები არ არიან. თუმცა, ეპიდემიოლოგიურ სურათს ნაკლებად ქმნის ეს ნაწილი. უფრო მეტად გადამდებები, ცხადია, სიმპტომების მქონე ადამიანები არიან, რომლებიც ლაპარაკის, ხველის, ცემინების დროს ავრცელებენ ვირუსს. ეპიდემიოლოგიურ სურათს ქმნის სიმპტომების მქონე ადამიანების მიერ გავრცელება. თუმცა, ვიმეორებ, გადაცემა ხდება სიმპტომების გამოვლენამდეც და სრულიად უსიმპტომო ადამიანებისგანაც“, – განაცხადა ბუწაშვილმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები