დღეს პარლამენტში ნათია თურნავას მოუსმენენ

დღეს პარლამენტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ნათია თურნავას მოუსმენენ.
მინისტრი პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით წარდგება.

ნათია თურნავა საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით “ევროპულმა საქართველომ“ დაიბარა, შესაბამისად, პარტიის წევრები დღევანდელ სხდომას დაესწრებიან.

რეგლამენტის თანახმად, ინტერპელაციის წესი დებატებსაც მოიცავს, შესაბამისად, კითხვა-პასუხისა და დაზუსტების შემდეგ, დებატებიც გაიმართება.

პლენარული სხდომა 12 საათზე დაიწყება. მინისტრს პარლამენტში 13:00 საათისთვის ელოდებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები