კახა კალაძე თბილისის “ლოკომოტივსა” და “დინამო თბილისს” გამარჯვებას ულოცავს

თბილისის მერი კახა კალაძე თბილისის “ლოკომოტივსა” და “დინამო თბილისს” გამარჯვებას ულოცავს.

მისი შეფასებით, ეს არის ქართული ფეხბურთის მორიგი წარმატება.

“კიდევ ერთი გამარჯვება და ქართული ფეხბურთის მორიგი წარმატება – თბილისის „ლოკომოტივმა” მოსკოვის „დინამო” 2:1 დაამარცხა და ევროპა ლიგის მომდევნო ეტაპზე გადავიდა. ასევე, გამარჯვებით დასრულდა „დინამო თბილისის” შეხვედრა უელსის ჩემპიონ „ქონას ქი ნომედსთან“ და „დინამო თბილისი“ ევროპა ლიგაზე განაგრძობს ასპარეზობას. გილოცავთ!”,- წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები