„საქართველოს რკინიგზა“ ქუთაისში კომპანიის 2 თანამშრომლის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
„საქართველოს რკინიგზა“ ქუთაისში კომპანიის 2 თანამშრომლის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. ამის შესახებ ,,საქართველოს რკინიგზის” განცხადებაშია ნათქვამი.
“ქუთაისში, თაბუკაშილის ქუჩაზე, მეცხრე ჩიხში მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის საყრდენი კონსტრუქციის დემონტაჟის დროს მოხდა უბედური შემთხვევა. გარდაიცვალა “საქართველოს რკინიგზის” ორი თანამშრომელი (ელენტრომონტიორები), დამწვრობა კი მიიღო ერთმა თანამშრომელმა (ასევე ელექტრომონტიორი).
„საქართველოს რკინიგზა“ მწუხარებას გამოთქვამს თანამშრომლების გარდაცვალებისა და დაზიანების გამო. უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა. კომპანია თანამშრომლობს გამოძიებასთან, რის შედეგადაც დადგინდება შემთხვევის გამომწვევი მიზეზები. მოკვლევაში ჩართულია შრომის უსაფრთხოების სამსახური”, – ნათქვამია ,,საქართველოს რკინიგზის” განცხადებაში.