თალაკვაძე – IRI-ის კვლევაზე: შედეგები არ ასახავს სრულფასოვან სურათს, “ქართულ ოცნებას” აქვს 56% და კიდევ უფრო მაღალი ნდობა საზოგადოების მხრიდან

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საერთშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგები შეაფასა.

მისი თქმით, კვლევის შედეგები სრულფასოვან სურათს არ ასახავს.

“საზოგადოებრივი აზრით ვინტერესდებით არა მხოლოდ ჩვენ ხელისუფლება და პოლიტიკური პარტიები, არამედ – საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციები. არსებობს არაერთი ავტორიტეტული კვლევა, სადაც ჩანს, რომ “ქართულ ოცნებას” აქვს 56% და კიდევ უფრო მაღალი ნდობა საზოგადოების მხრიდან და ეს ყველაფერი – საარჩევნო კამპანიის შუაში. ჩვენ გვჯერა ჩვენი მხარდამჭერების და ვენდობით ჩვენ მოქალაქეებს.  კამპანიის წარმატებით დასრულების შემდეგ, მოველით, რომ ეს მხარდაჭერა გაიზრდება. უკვე არსებული მხარდაჭერა არის საკმარისი იმისთვის, რომ მიიღოს უმრავლესობა და ჩამოაყალიბოს მთავრობა და მინისტრთა კაბინეტი. რაც შეეხება ამ კონკრეტულ კვლევას, ჩატარებულია ალოკაციის გარეშე და შედეგები არ ასახავს სრულფასოვან სურათს, შესაბამისად, ეს არ ნიშნავს, რომ ეს პროცენტი გამოხატავს რეალურად ჩვენ მხარდამჭერთა რაოდენობას”, – განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 33% არჩევნებზე მხარს „ქართულ ოცნებას“, 15 % კი „ნაცმოძრაობას“ უჭერს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები