პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავის კატასტროფის საქმეზე, ვარშავა რუსი დისპეტჩერების დაკავებას ითხოვს – რუსეთი მათ გადაცემას არ აპირებს
პოლონელმა გამომძიებლებმა ვარშავის საოლქო სასამართლოს მიმართეს, რომ ის რუსი ავიადისპეტჩერები დააკავონ დროებით, რომლებიც 2010 წელს სმოლენსკის აეროდრომზე მუშაობდნენ, რა დროსაც პოლონეთის იმჟამინდელი პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა.
მედიის ინფორმაციით, გამომძიებლების მოთხოვნა იძლევა შესაძლებლობას, რომ რუსი დისპეტჩერები საერთაშორისო ძებნაში იყვნენ გამოცხადებულნი.
პოლონელი გამომძიებლების მოთხოვნის საპასუხოდ, რუსულ მედიას წყარომ განუცხადა, რომ “თუ პოლონეთი ავიადისპეტჩერების დაუსწრებლად დაკავებას გადაწყვეტს, მოსკოვი ვარშავას მათ არ გადასცემს. კონსტიტუცია კრძალავს რუსეთის მოქალაქეების სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემას”.
პოლონეთის თვითმფრინავმა კატასტროფა 2010 წლის 10 აპრილს განიცადა, რომელსაც 96 ადამიანი ემსხვერპლა.