სომხეთში კორონავირუსის 295 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში ერთ დღეში “კოვიდ 19”-ის 295 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ 46 671 დადასტურებული შემთხვევაა.

ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრის მონაცემით, ვირუსს კიდევ 2 ადამიანი ემსხვერპლა, ჯამურად, რესპუბლიკაში 925 ლეტალური შემთხვევაა.

ამასთან, ვირუსის დამარცხება 42 231-მა  პირმა შეძლო, მკურნალობას 3232 ადამიანი აგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები