ევროკავშირმა იმ ქვეყნების სია განაახლა, რომლებთანაც კორონავირუსის ფონზე საზღვრებს გახსნილად ტოვებს.
უცხოური მედია წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ქვეყნების ჩამონათვალი უცვლელი რჩება: ავსტრალია, კანადა, საქართველო, იაპონია, ახალი ზელანდია, რუანდა, სამხრეთ კორეა, ტაილანდი, ტუნისი, ურუგვაი, ასევე, ჩინეთი საზღვრის გახსნის საკითხში ორმხრივი პრინციპის დადასტურების პირობით.
სიაში რუსეთი ისევ მოხვდა.
ევროსაბჭომ ივნისის ბოლოს ევროკავშირში მოხვედრაზე შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო და იმ ქვეყნების ჩამონათვალი წარადგინა, რომელთა მოქალაქეებს 1-ელი ივლისიდან შენგენში მოხვედრა შეეძლებოდა.
სიის განახლება ორ კვირაში ერთხელ ხდება, უკანასკნელად მისი გადასინჯვა 2 სექტემბერს მოხდა.