პუტინს განვითარებული ქვეყნების მოსახლეობის 73% არ ენდობა, ტრამპს კი, 83% – კვლევა

გერმანიის კანცლერი – ანგელა მერკელი 13 ქვეყნის მოქალაქეების ნდობით სარგებლობს.

შესაბამისი კვლევა აშშ-ის სოციოლოგიურმა ინსტიტუტმა, Pew Research Center-მა ჩაატარა.

მკვლევარების დასკვნით, რესპოდენტთა 76% ენდობა იმ გადაწყვეტილებებს, რომელსაც გერმანიის მთავრობის მეთაური საერთაშორისო საკითხებთან მიმართებით ღებულობს. ამასთან, მხოლოდ 19% აცხადებს, რომ მერკელის მიმართ ნდობას არ განიცდის.

ნუსხაში მერკელის შემდეგ მოდის საფრანგეთის პრეზიდენტი – ემანუელ მაკრონი, მას 64% ენდობა, 32% – არა.

რუსეთის ლიდერი, ვლადიმერ პუტინი სიის შუაში მოხვდა, მას მხოლოდ 23% ენდობა, 73% კი პირიქით – სკეპტიკურად უყურებს.

ყველაზე ცუდად გამოიყურება დონალდ ტრამპის მაჩვენებელი. მას გამოკითხულთა მხოლოდ 16% ენდობა, 83% კი – საერთოდ არა.

გამოკითხვის ნუსხაში მოხვდნენ განვითარებული ქვეყნები: კანადა, ავსტრალია, იაპონია, სამხრეთ კორეა, ასევე ევროპის ქვეყნები – ბრიტანეთი, შვედეთი, საფრანგეთი, დანია, ბელგია, გერმანია, ესპანეთი, ნიდერლანდები და იტალია.

კვლევა 10 ივნისის – 3 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა, მასში 13 273-მა რესპონდენტმა მიიღო მონაწილეობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები