კახა კუჭავა შვეიცარიის საგარეო საქმეთა დეპარტამენტის განცხადებაზე: „ქართული ოცნება” თავიდანვე ჩართული იყო პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსის შემუშავებაში

„ქართული ოცნება” თავიდანვე ჩართული იყო ამ დოკუმენტის შემუშავებაში. შასაბამისად, ჩვენ პირველები ვიყავით, ვინც ხელმოწერის მზადყოფნაც დავაფიქსირეთ და მოვაწერეთ კიდეც ხელი ქცევის კოდექსს”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კახა კუჭავა შვეიცარიის საგარეო საქმეთა დეპარტამენტის განცხადებას, რომლითაც ის მიესალმება 14 სექტემბერს საქართველოში პოლიტიკური პარტიების მიერ არჩევნებთან დაკავშირებული ქცევის კოდექსის ხელმოწერას.

მისივე შეფასებით, აღნიშნული განცხადება ხაზს უსვამს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქცევის კოდექსი, რომელიც შემუშავდა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ერთად.

„ისინი აცხადებენ, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისია შექებას იმსახურებს გაწეული საქმიანობისთვისა და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ამ დოკუმენტის შემუშავებისთვის. ამ განცხადებაში, შვეიცარიული მხარე მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, პარტიას მიუერთდნენ და დაიცვან ის ელემენტარული მოთხოვნები, რომელსაც, წესით, ისედაც უნდა იცავდეს ყველა, თუმცა, სამწუხაროდ, ასეთი პრაქტიკა არ არის”, – განაცხადა კახა კუჭავამ.

საქართველოში პოლიტიკური პარტიების მიერ არჩევნებთან დაკავშირებული ქცევის კოდექსის შემუშავებაში შვეიცარიული მხარე, გასული თვეების განმავლობაში, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ეხმარებოდა. კოდექსის იმპლემენტაციის პროცესს შვეიცარია, ასევე, დაეხმარება ადგილობრივი და საერთაშორისო საარჩევნო დამკვირვებლების ხელშეწყობის გზით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები