The American Spectator: საქართველო ბიზნესის ზრდის მაჩვენებლით მსოფლიოში მეორე ადგილზეა
„საქართველოს შემცირებული კორუფციის დონე და რეგულირების მაჩვენებელი აქვს, გამარტივებულ საგადასახადო სისტემასთან ერთად. ბიზნესის ზრდის მაჩვენებლით ქვეყანა მსოფლიოში მეორე ადგილზეა”, – წერს გამოცემა The American Spectator-ი სტატიაში სათაურით – „ოდესღაც და მუდამ შარიანი სააკაშვილი”.
სტატიის ავტორის, ბრაიან მაკნიკოლის თქმით, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ თუ საქართველო 100 დღეში პრორუსულ მთავრობას არ დაამხობს, ქვეყანა აღარ იარსებებს.
„ის ამბობს, რომ „საქართველოში პრორუსული მთავრობის” მოშორება უკრაინის ინტერესებშია და რომ მსოფლიოს „წარმოუდგენლად დიდი შანსი და პასუხისმგებლობა გაუჩნდა” იმისა, რომ სწორედ ახლა იმოქმედოს და სიტუაციას გამოიყენოს. „შეუქცევადი” იქნება მდგომარეობა, თუ 100 დღე მოქმედების გარეშე ჩაივლის – აცხადებს სააკაშვილი, რომელიც საქართველოს 2004-2013 წლებში პრეზიდენტობდა. „ქვეყანა ამ უფსკრულიდან უნდა ამოვიყვანოთ” აცხადებს ის”, – წერს ავტორი.
თუმცა, ბრაიან მაკნიკოლის თქმით, ქვეყანა უფსკრულში სულაც არ არის.
„საქართველო ეკონომიკურად რუსეთიდან გადახრილია, ხოლო სოციალურად და სტრატეგიულად მისი ეკონომიკა 2019 წელს გამაოგნებელად 5.2 პროცენტით გაიზარდა. ქვეყანამ სიღარიბის მაჩვენებელი გაანახევრა ბოლო ათწლეულში. სულადობრივი შემოსავალი ჯანსაღი ტემპით გაიზარდა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. ქვეყანას შემცირებული კორუფციის დონე და რეგულირების მაჩვენებელი აქვს, გამარტივებულ საგადასახადო სისტემასთან ერთად. სასამართლი სისტემაში რეალობაზე რეაგირების დონის გასაზრდელად გარკვეული საქმეა ჩასატარებელი, თუმცა, მისი განჩინებები სამართლიანად მიიჩნევა და ბიზნესის ზრდის მაჩვენებლით ქვეყანა მსოფლიოში მეორე ადგილზეა.
The Heritage Foundation ინდექსით საქართველო მე-12 ადგილს იკავებს მსოფლიოში ეკონომიკის თავისუფლების ნიშნით. მსოფლიო ბანკი მას „ვარსკვლავურ რეფორმატორად” მოიხსენიებს. ქვეყანამ ქება დაიმსახურა შეერთებული შტატებისგან NATO-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში ქართველი სამხედროების მონაწილეობის გამო. ალიანსი საქართველოს ერთერთ ყველაზე მჭიდრო პარტნიორად მიიჩნევს, იმდენად მჭიდროდ, რომ თავდაცვის სამინისტროს კიბერ უსაფრთხოების ბიუროს ნება დართო NATO-ს მიერ მხარდაჭერილი კიბერ უსაფრთხოების პლატფორმის (MISP) სრულუფლებიანი წევრი გამხდარიყო”, – ნათქვამია სტატიაში.